აპენდიკულური ინფილტრატი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აპენდიკულური ინფილტრატი – წარმოადგენს ანთებითად შეცვლილი ორგანოებისა და ქსოვილების კონგლომერატს, რომლის წარმოქმნის მიზეზია მწვავე დესტრუქციული აპენდიციტი. დიდი ბადექონი, ჯორჯალი და წვრილი ნაწლავის მარყუჟები შემოფარგლავენ ანთებით პროცესს. ინფილტრატის წარმოქმნიდან 3 – 4 დღის შემდეგ ანთებითი ცვლილებები იმდენად გამოხატული არ არის და ინფილტრატის გამოცალკევება შეუძლებელია, თუკი მსგავსი მცდელობები ხდება, მაშინ შესაძლებელია ეს დამთავრდეს ნაწლავის კედლის გასკდომით. ჩვეულებრივ 3 – 5 დღეში ტკივილების წარმოქმნიდან მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოში ინტენსივობა რამდენადმე კლებულობს. ტემპერატურა სუბფებრილურია. დათვალიერებისას ენა სველია, ნადებითაა დაფარული. მუცელი რბილია, აღინიშნება კუნთების რიგიდობა და ზომიერი მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს ნაწლავს არეში, აქვე პალპირდება მცირედ მტკივნეული მკვრივი, მკაფიო საზღვრების არმქონე და მცირედ მოძრავი წარმონაქმნი. სისხლის ანალიზში – ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით. მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტეგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება ნაწლავის მარყუჟების პნევმატოზი. აპენდიკულაური ინფილტრატის გამოსავალია: 1. გაწოვა კონსერვატული თერაპიის ზეგავლენით; 2. ტკივილის რამდენადმე შემცირების შემდეგ მისი კვლავ გაძლიერება, ტემპერატურის მატება, ადგილობრივად – მტკივნეულობის ზონის გაძლიერება და გადიდება, პერიტონეალური სიმპტომების მომატებითა და გაძლიერებით. სისხლის ანალიზში – ლეიკოციტოზის მატება და ფორმულის მარცხნივ გადახრა. მსგავსი კლინიკური სურათი განპირობებულია ინფილტრატის ბარიერული ფუნქციის არასაკმარისობით, პერიტონიტის ზრდით. აუცილებელია ოპერაციული ჩარევა – ლაპარატომია ზოგადი გაუტკივარებით; 3. აპენდიკულური ინფილტრატის აბსცენდირება. აპენდიკულარული ინფილტრატის მკურნალობა კონსერვატულია: ინიშნება დიეტა, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, მეტრონიდაზოლი. 3 – 6 თვის შემდეგ ნაჩვენებია გეგმური აპენდექტომია, რომელიც მიზანშეწონილია ჩატარდეს ზოგადი გაუტკივარებით, რამდენადაც მას ხშირად ახლავს მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook