აპერტ – კუშინგის სინდრომი

აპერტ – კუშინგის სინდრომი – კლინიკურად აღინიშნება ავადმყოფის შესახედაობის შეცვლის (სიმსუქნე, ცხიმის მუცლისა და კისრის უკანა არეში დაგროვების უპირატესობით, მთვარისებრი სახე, ჰირსუტიზმი, ატროფიული ზოლების – სტრიების არსებობა კანზე) შერწყმა არტერიულ ჰიპერტენზიასთან, ოსტეოპოროზთან, კუნთების სისუსტესთან, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან. აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰიპერფუნქციის (ხშირად ჰორმონოაქტიური სიმსივნის არსებობისას) და ადრენოკორტიკოტროპულ და კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას. სინონიმები: კრუკ – აპერტ – გალეზის სინდრომი, აშარ – თიერის სინდრომი, იცენკო – კუშინგის სინდრომი, კუშინგის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook