არაქნოდაქტილია

თურმანიძის მალამო

არაქნოდაქტილია – (arachnodactylia; ბერძ. Arachne ობობა + daktylos თითი; სინ.: დოლიქოსტენომელია, აკრომაკრია, ჰიპერქონდროპლაზია) კლინიკური სინდრომი, რომელსაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციის მემკვიდრეობითი დაზიანება; ვლინდება ძვლოვანი სისტემის ანომალიებით. არაქნოდაქტილიისათვის დამახასიათებელია გრძელი, თხელი თითები, თითისტარისებრი ფორმის გულმკერდი, ნეკნთაშუა არეები ფართოა, ნეკნის ხრტილები მსხვილი და რბილია; დაავადება საკმაოდ იშვიათად გვხვდება.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook