აქცეპტი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აქცეპტი – მიღებული დოკუმენტის მიხედვით გადახდაზე თანხმობა. საგარეო ვაჭრობაში, მყიდველის მიერ მიღებული წინადადებების აქცეპტი, ისევე როგორც გამყიდველისაგან მიღებული შეკვეთის აქცეპტი, ნიშნავს გარიგების დადებას. აქცეპტი გამოიყენება, – როგორც თანხმობა საანგარიშსწორებო და სასაქონლო დოკუმენტების მიხედვით გადახდაზე. მიმწოდებელი გამოწერს ანგარიშს საგადასახადო მოთხოვნების მყიდველის სახელზე და გადასცემს იმ ბანკს, რომელიც ატყობინებს გადამხდელს. აქცეპტზე უარის თქმის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი მოვალეა გარკვეული ვადის განმავლობაში (ჩვეულებრივ 3 დღეში) ამის შესახებ აცნობოს ბანკს. საგადასახადო მოთხოვნა აქცეპტორებულად ითვლება, თუკი დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი წერილობითი მოტივირებული უარი. უარი აქცეპტზე შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook