აღწერა

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აღწერა – მეცნიერული გამოკვლევის ეტაპი, რომელიც ახდენს ექსპერიმენტის ან დაკვირვების მონაცემების ფიქსირებას მეცნიერებაში მიღებული აღნიშვნების გარკვეული სისტემების დახმარებით. აღწერა ხდება როგორც ჩვეულებრივი სალაპარაკო ენით, ისე სპეციალური საშულებებით, რომლებიც შეადგენენ მეცნიერების ენას (სიმბოლოები, მატრიცები, გრაფიკები და ა. შ.). მეცნიერებაში აღწერა ამზადებს გადასვალს ობიექტის თეორიულ გამოკვლევაზე (ახსნა). აღწერა და ახსნა მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ფაქტების აღწერის გარეშე შეუძლებელია მათი ახსნა; მეორე მხრივ, აღწერა ახსნის გარეშე ჯერ კიდევ არ შეადგენს მეცნიერებას. ხსნიდნენ რა, მეცნიერული გამოკვლევის ბუნებას უკიდურესი ფენომენალიზმის პოზიციებიდან, პოზიტივისტებმა (მახი, პირსონი და სხვ.) მეცნიერების ამოცანად დასახეს მხოლოდ ,,ფაქტების წმინდა აღწერა”.(წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook