ბარდე – ბიდლის სინდრომი

  • თურმანიძის მალამოები

ბარდე – ბიდლის სინდრომი – ცხიმოვანი ცვლისა და სქესობრივი თანდაყოლილი დარღვევები. პიგმენტური რეტინიტი, სინდაქტილია ან პოლიდაქტილია, გონებრივი განუვითარებლობა, ოლიგოფრენია, განვითარების მრავალი სხვა დეფექტი: სიბრმავე, გულის თანდაყოლილი მანკები, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, თავის ქალის დეფორმაცია, სმენის დაქვეითება,სიყრუე, ქვემო კიდურთა სპასტიკური დამბლები, სახსრებში მოძრაობის ფართის მომატება, მემკვიდრეობითი დიენცფალურ – რეთინული დეგენერაცია. სინონიმები: ლორენსის სინდრომი, ბიმონდის სინდრომი, ჰეტჩინსონის სინდრომი, მუნის სინდრომი, ბარდეს სინდრომი, ბიდლის სინდრომი, ლორენს – მუნ – ბიდლ – როზაბალის სინდრომი, ლორენს – მუნ – ბიდლის სინდრომი, ბარდე – ლორენს – ბიდლ – ბიმონდის სინდრომი, ლორენს – მუნ – ჰეტჩინსონის სინდრომი, ლორენს – მუნ – ბიდლ – ბარდეს სინდრომი, როზაბალის სინდრომი. [“3”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook