ბაქტერიემია

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაქტერიემია – (ბაქტერია და ბერზნ. haima – სისხლი), ბაქტერიების არსებობა სისხლში. ადამიანისა და ცხოველის სისხლში ბაქტერიები შეიძლება შეიჭრას დაზიანებული კანიდან, ლორწოვანი გარსებიდან, აგრეთვე პათოლოგიურად შეცვლილი სისხლისა და ლიმფური ძარღვებიდან. ბაქტერიემია დაერთვის მრავალ ინფექციურ დაავადებას – ლეპტოსპიროზს, პარტახტიან და შებრუნებით ტიფს, ტულარემიას, განსაკუთრებით დამახასიათებელია ნაწლავთა ინფექციებისათვის. ბაქტერიემია განაპირობებს პათოლოგიური პროცესის გენერალიზაციას (მთელ ორგანიზმში გავრცელებას) და ყველაზე მკაფიოდაა გამოხატული დაავადების მწვავე პერიოდში. ბაქტერიემიის განვითარებას ხელს უწყობს მაიონეზებელი რადიაციის მოქმედებით გამოწვეული ბუნებრივი იმუნიტეტის დაქვეითება (მათ შორის რენტგენის სხივებით დასხივება). თუ ორგანიზმი სძლევს ძირითად დაავადებას ბაქტერიემია ნელ – ნელა მცირდება და ბოლოს სრულიად ქრება. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook