ბანანის დიეტა

ბანანის დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

ბანანის დიეტა

1. დიეტის აღწერა

ბანანის დიეტაბანანიდიეტა ეფექტურია, არც მისი დაცვაა ძნელი და სიძვირითაც არ გამოირჩევა. ბანანის დიეტამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა იტალიასა და საფრანგეთში. ამ დიეტას ე.წ. განმტვირთავ დიეტებს მიაკუთვნებენ.

ბანანის დიეტის დასაცავად დღეში შეგიძლიათ მიიღოთ 1,5 კილოგრამი მწიფე ბანანი. ყურადღება მიაქციეთ ბანანის ხარისხს – იგი არ უნდა იყოს ”ხელოვნურად დამწიფებული”. აუცილებელია პროდუქტი მიიღოთ დღეში ექვსჯერ. შეგიძლიათ გააკეთოთ პიურეც. დიეტა გრძელდება 2–3 დღე.

2. დიეტის შეფასება

2.1 დიეტის პლიუსები

ბანანი მდიდარია კალიუმით, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით კი გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამიტომ, სხვა დიეტებისაგან განსხვავებით (მაგ. ბრინჯის დიეტა), ამ დიეტის დროს საჭირო არ არის დამატებით კალიუმის პრეპარატების მიღება. ბანანი ბუნებრივი გზით ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისაგან, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

2.2 დიეტის უარყოფითი მხარეები

ბანანის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევის შედეგად მატულობს ტოქსინების რაოდენობა ორგანიზმში. ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების სიჭარბე იწვევს გლუკოზის მომატებას სისხლში და ჰიპერგლიკემიას.

3. შემადგენლობა

100 გრამი ბანანის ქიმიური შემადგენლობა კალორიულობა: 89.3კ/კალ. წყალი: 74.0 გრ. ცილები: 1.5 გრ. ცხიმები: 0.5 გრ. ნახშირწყლები: 21.0 გრ. უჯერი ცხიმოვანი მჟავები: 0.2 გრ. მონო და დისაქარიდები: 19.0 გრ. სახამებელი: 2.0 გრ. საკვები ბოჭკოები: 1.7 გრ. ორგანული მჟავები: 0.4 გრ. ნაცარი: 0.9 გრ. ვიტამინი A: 0.1 მგ. ვიტამინი B1: 0.04 მგ. ვიტამინი B2: 0.05 მგ. ვიტამინი B3: 0.3 მგ. ვიტამინი B6: 0.4 მგ. ვიტამინი B9: 10.0 მკგ ვიტამინი C: 10.0 მგ. ვიტამინი E: 0.4 მგ. ვიტამინი PP: 0.6 მგ. რკინა: 0.6 მგ. კალიუმი: 348.0 მგ. კალციუმი: 8.0 მგ. მაგნიუმი: 42.0 მგ. ნატრიუმი: 31.0 მგ. ფოსფორი: 28.0 მგ.

ზომის ერთეულები: 1 ცალი: 72.0 გრ. ჩაის ჭიქა: 250.0 გრ. დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ. ჩაის კოვზი: 7.0 გრ. სუფრის კოვზი: 20.0 გრ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში