მონოდიეტები პროდუქტების მიხედვით

მონოდიეტები პროდუქტების მიხედვით

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ ზღვა
მონოდიეტები პროდუქტების მიხედვით

მონოდიეტები პროდუქტების მიხედვითქვემოთ ჩამოთვლილია ის მონოდიეტები, რომლებიც ყველაზე უფრო გავრცელებული, სტატისტიკურად ყველაზე ეფექტური და დასაცავად იოლია. სიაში ჩამოთვლილ დიეტაზე დაკლიკებით გახვალთ შესაბამის დიეტაზე. დიეტების აღწერისას, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ შეგვესწავლა: – ამა თუ იმ 

დიეტის შესახებ სამეცნიერო სტატიები, – ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც კონკრეტულად ამ დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს  და – ფორუმებში განთავსებული გამოხმაურებები.

ანანასის დიეტა

+

ანანასიდიეტის დაცვისას წონის დაკლება, უშუალოდ დიეტის დასაწყისში ხდება. ეს ფსიქოლოგიურად დადებითად განგაწყობთ და სტიმულს მოგცემთ.

სწორედ იმიტომ, რომ ანანასიდიეტა წონის სწრაფ დაკლებას იწვევს, მას უარყოფითი შედეგებიც აქვს:
1. ამ დიეტის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყალს კარგავს. წონის დაკლება ძირითადად სწორედ წყლის დანაკარგის ხარჯზე ხდება. ცხიმები, ფარდობითაც ნაკლებად მცირდება. აქედან გამომდინარე, თუკი დიეტის შემდეგ არ იქნა დაცული კვების რაციონალური რეჟიმი, დიდია წონაში სწრაფად მომატების საშიშროება.
2. ანანასიდიეტა ძალიან ცალმხრივია, ჯანმრთელობისათვის რისკები მაღალია.რიგი სპეციალისტები თვლიან, რომ ანანსის დიეტა ერთ დღეზე მეტხანს არ უნდა დავიცვათ.
ამავე დროს, რეკომენდებულია, როგორც დაბალკალორიული და გემრიელი პროდუქტი,  ჩართულ იქნეს სხვა დიეტებში,  ან ანანასიდიეტა გამდიდრდეს სხვა პროდუქტებით გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად (იხ.ზემოთ)
ბანანის დიეტა

+

ბანანი მდიდარია კალიუმით, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით კი გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამიტომ, სხვა დიეტებისაგან განსხვავებით (მაგ. ბრინჯის დიეტა), ამ დიეტის დროს საჭირო არ არის დამატებით კალიუმის პრეპარატების მიღება. ბანანი ბუნებრივი გზით ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისაგან, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

ბანანის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევის შედეგად მატულობს ტოქსინების რაოდენობა ორგანიზმში.
ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების სიჭარბე იწვევს გლუკოზის მომატებას სისხლში და ჰიპერგლიკემიას.
ბრინჯის დიეტა

+

გარდა იმისა, რომ ბრინჯი გემრიელი და ყუათიანია, მას უნარი აქვს  მოახდინოს სხვადასხვა შლაკებისა და მავნე ნივთიერებების აბსორბცია და გამოყოფა ორგანიზმიდან. ბრინჯი ხელმისაწვდომია ყველასათვის და ნებისმიერ სეზონზე.

 ბრინჯის ზედმეტმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის შესქელება და ქვების გაჩენა ნაღვლის ბუშტში. ცილების ნაკლებობა იწვევს ჰემოგლობინის შემცირებას სისხლში. ბრინჯში ვიტამინები ცოტაა.
ქიმიური ვიტამინური პრეპარატების მიღება შეიძლება, მაგრამ ისინი აძლიერებენ მადას და, შედგად, შიმშილის გრძნობას.
ვაშლის დიეტა

+

ვაშლიდიეტის დაცვისას პირველი შედეგები უკვე კვირის ბოლოს (ზოგჯერ კი უფრო ადრეც) ვლინდება; ვაშლი შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო ყველა მინერალსა და ვიტამინს; ვაშლიდიეტის დაცვა შეუძლიათ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით შეპყრობილ ადამიანებს.

ვაშლიდიეტის ერთადერთ ნაკლად ითვლება მის მიმართ ორგანიზმის განსხვავებული რეაქცია – ზოგიერთისთვის რთული არ არის ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ვაშლის მიღება, ზოგს კი ერთი დღითაც უჭირს ვაშლიდიეტის დაცვა.
კეფირის (მაწვნის) დიეტა

+

დაბალი კალორიულობა, ნახშირწყლების დაბალი შემცველობა, ცხიმების მცირე რაოდენობა და მათი კარგად ათვისების უნარი; ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნის უნარი, შეკრულობის პროფილაქტიკა, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება, ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაცია, სტრესებისა და ცუდი გუნებ-განწყობის პროფილაქტიკა.

ზოგჯერ კეფირის (მაწვნის) ჭარბი გამოყენება არღვევს ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკას და იწვევს ყაბზობას (შეკრულობა) ან ფაღარათს.
კიტრის დიეტა

+

წონის დაკლებასთან ერთად ხდება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია; დიეტა  მარტივი და შესასრულებლად იოლია – შიმშილის გრძნობა არ წარმოიქმნება. წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფ და ეფექტურ დიეტას – უკვე პირველ 2 დღეში წონაში იკლებთ მინიმუმ 1 კგ-ს, კვირის ბოლოს – 5 კგ-მდე. ამავე დროს ორგანიზმი იწმინდება შლაკებისაგან, კანი იძენს ჯანსაღ შესახედაობას.

კიტრის  დიეტის მენიუში თუკი შედის დამწნილებული კიტრი – ეს უკუნაჩვენებია თირკმლის კენჭოვანი დაავადების მქონე პირებისათვის; ასეთ დროს აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
კომბოსტოს დიეტა

+

კომბოსტოს  დიეტის მთავარ უპირატესობად ითვლება წონის მაქსიმალურად ეფექტური დაკლება – დიეტის ჩამთავრებისა და კვების ჩვეულ, სწორ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ წონაში მატება აღარ ხდება, ანუ დიეტის შედეგი ხანგრძლივია.  დიეტა რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კუჭისა და 12-გოჯას წყლული, ქრონიკული და მწვავე გასტრიტები, ენტერიტები და კოლიტები, ინფექციური დაავადებები და ა. შ.), ღვიძლის, თირკმელების დაავადებების მქონე პირებისათვის, თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
კომბოსტოს დიეტა ეფექტურად მოქმედებს ნაწლავის სტიმულაციაზე, წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისაგან.

 დიეტა ხასიათდება ნახშირწყლების დაბალი შემცველობით, ამდენად შრომისუნარიანობა რამდენადმე ქვეიჱთდება; შესაძლებელია აპათია, თავის ტკივილი, რეაქციების სიჩქარისა და მეხსიერების რამდენადმე დაქვეიტება.; გამომდინარე ექედან მიზანშეწონილია დიეტის დაცვა შვებულების პერიოდში. დიეტა არ არის იდეალურად ბალანსირებული ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, ამიტომ ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებით ვიტამინურ-მინერალური კომპლექსური პრეპარატების მიღება. დიეტა საკმაოდ მკაცრია, მისი დაცვა რთულია, თუმცა ეფექტურია. ამ დიეტის მინუსად ითვლება ისიც, რომ ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია არ ხდება და დიეტის შემდეგ ორგანიზმი მაქსიმალურად ცდილობს აღიდგინოს დაკარგული კილოგრამები. გამომდინარე აქედან აუცილებელია შემდგომში კვების რაციონალური პრინციპების დაცვა. 
საზამთროს დიეტა

+

ამ დიეტის ძირითადი ღირსება ისაა, რომ მისი დაცვა რთული არაა და შიმშილის გრძნობა გაანსაკუთრებით არ შეგაწუხებთ. თუკი, რა თქმა უნდა გიყვართ საზამთრო  და ორგანიზმს რაიმე უარყოფითი რეაქცის მის მიმართ არა აქვს. მეორე პლიუსია მისი მაღალი ეფექტურობა დროის შ დარებით ხანმოკლე პერიოდში (რაც დაკავშირებულია ჭარბი სითხის დაკარგვასთან). მესამე პლიუსი – ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია, ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და შლაკებისაგან.

საზამთრო  დიეტის ძირითადი ნაკლია ის, რომ მისი გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმელების და საშარდე სისტემის დაავადებების დროს (კენჭები თირკმელში, პიელონეფრიტი, დიაბეტი და ა. შ.). დიეტის დროს განსაკუთრებით იტვირთება თირკმელები, ამიტომ აუცილებელია ექიმის წინასწარი კონსულტაცია. მეორე მინუსი – დიეტა საკმაოდ მკაცრია. დიეტის ნაკლად ითვლება ასევე წონის დაკლება ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნების ხარჯზე და არა ჭარბი ცხიმის ხარჯზე.
სტაფილოს დიეტა

+

ამ დიეტის პლიუსია ის, რომ დიეტა მარტივი და სეზონზე ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ამ დიეტის მინუსად ითვლება დაბალი კალორიულობა, დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველობა, რაც უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიებით დაავადებულებში. სტაფილოს ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს კანის გაყვითლებას, ე.წ. ”სტაფილოს ჰეპატიტს”.
ყურძნის დიეტა

+

მიუხედავად იმისა, რომ ყურძენი შეიცავს ფრუქტოზას, წონაში დაკლებას ეს ხელს არ უშლის. ამასთან, ყურძენი საკმაოდ ყუათიანი საკვებია, ამიტომ დიეტის დროს შიმშილის გრძნობა არ გექნებათ. ყურძენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; მის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლები არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას, ანელებენ დაბერების პროცესს. ყურძენი ასუფთავებს თირკმელებს. მასში შემავალი ვიტამინები (А, С, В, К, Р) და მინერალური ნივთიერებები (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია) აუმჯობესებენ თავის ტვინის ფუნქციონირებას, უზრუნველყოფენ ძვლებისა და კუნთების კვებას. რკინით განსაკუთრებით მდიდარია ყურძნის მუქი ფერის ჯიშები. ყურძნის რეგულარული მიღება ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.

 ყურძნის ჩენჩომ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კოლიტებისა და წყლულების დროს, ამიტომ ამ დაავადებების დროს ყურძნის დიეტა უკუნაჩვენებია. ჩენჩო კარგად უნდა დაღეჭოთ – იგი დიდი რაოდენობით შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას. თუკი დიეტის დროს დაგეწყოთ თავის ტკივილი, დალიეთ მეტი თბილი წყალი და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
წიწიბურას დიეტა

+

დიეტის უპირატესობაა ის, რომ წონის დაკლებას არ ახლავს სხვა დიეტებისათვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, მოდუნება. მეორე პლიუსია თავად წიწიბურას მაღალი კალორიულობა; მესამე და მთავარი – დიეტის მაღალი ეფექტურობა – წონის საშუალო კლება 14 დღეში დაახლოებით 7 კგ-ია. წიწიბურას დიეტით ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება კანის მდგომარეობა; დიეტა დადებითად მოქმედებს ცელულიტების დროს. 

დიეტა არ არის სწრაფი, თუმცა მაღალეფექტურია და ორგანიზმი სწრაფად ეგუება კვების ახალ რეჟიმს. დიეტის ნაკლია ის, რომ ის საკმაოდ მკაცრი და შეზღუდულია.
ხაჭოს დიეტა

+

აწესრიგებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. დიდად სასარგებლოა თირკმლებისა და ღვიძლის, აგრეთვე საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის პრობლემების მქონე ადამიანებისათვის. მასში შემავალი რკინა აუცილებელია სისხლმბადი ორგანოებისათვის. რობოფლავინი, რომელსაც ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს, სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლისათვის. კალციუმის საკმარისი რაოდენობა ეს ნიშნავს ლამაზ ფრჩხილებს, თმას, კანს, მყარ ჩონჩხს. კალციუმის მაღალი შემცველობის გამო, ხაჭოს ქალები განსაკუთრებით აფასებენ. კალციუმს ადამიანის ორგანიზმი ხაჭოდან უკეთესად ითვისებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვებიდან.

ხაჭო დიდი ცილოვანი დატვირთვაა. მისი ჭარბი რაოდენობით მიღება არღვევს ორგანიზმში კალციუმის ცვლას. თუკი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ, ცილების ცუდად შეწოვის გამო, ცუდად შეიწოვება კალციუმიც, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

……….

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში

..