ბროუნ – სეკარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბროუნ – სეკარის სინდრომი – ბროუნ – სეკარის ნახევარ დამბლა. ზურგის ტვინის ნახევრად დაზიანების სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც აღინიშნება ზურგის ტვინის განივი განაკვეთის ნახევრად დაზიანების დროს. დაზიანების მხარეს არის ცენტრალური დამბლა (ან პარეზი) და კუნთების პროპრიოცეპტული და ვიბრაციული მგრძნობელობის მოშლა, მოპირდაპირე მხარეს გამოვარდნილია ტემპერატურული და მტკივნეული მგრძნობელობა. [“3”] ბროუნ – სეკარის სინდრომი – ზურგის ტვინის დაზიანების სინდრომი, რომელიც ვლინდება დამბლით და კუნთ – სახსროვანი და ვიბრაციული მგრძნობელობის დაკარგვით დაზიანებულ მხარეზე და ტკივილისა და ტემპერატურული მგრძნობელობის მოშლით საპირისპირო მხარეზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook