ბრტყელი ჭიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრტყელი ჭიები – (Plathelminthes), პარაზიტი ან თავისუფლად მცხოვრები უხერხემლო ცხოველების ტიპი. სიგრძე 0,1 მმ – დან რამდენიმე მ აღწევს. სხეული ფოთლის ან ლენტისმაგვარია. ორგანოებს შორის არსებული შუალედები ამოვსებულია პარენქიმით, რის გამოც მათ პარენქიმულ ჭიებს უწოდებენ. ბრტყელი ჭიებს სხეულის ღრუ არა აქვთ, არც სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები გააჩნიათ. გამოყოფის ორგანოები პროტონეფრიდიებია. ნერვული სისტემა განგლიური ტიპისაა. უმრავლეს შემთხვევაში ჰერმაფროდიტები არიან. პარაზიტული ფორმების განვითარების ციკლი მეტად რთულია და შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით მიმდინარეობს. თავისუფლად მცხოვრები ფარმები კი (წამწამიანი ჭიები) პირდაპირ ან მეტამორფოზით ვითარდებიან. ამ შემთხვევაში ჩნდება თავისუფლად მცურავი მიულერის ლარვა. ბრტყელ ჭიებს განეკუთვნება ოთხი კლასი: წამწამიანი ჭიები, დიგენეზური მწოველები, მონოგენეზური მწოველები, თასმისებური ჭიები. წამწამიანი ჭიები, ზოგი გამონაკლისის გარდა, თავისუფლად მცხოვრები ფორმებია, ხოლო დანარჩენი – ადამიანისა და ცხოველების პარაზიტები. საქართველოძი ცნობილია სავეტერინარო და სამედიცინო მნიშვნელობის ბრტყელი ჭიები: ღვიძლის პეპელა, ღორის სოლიტერი, ხარის სოლიტერი, ექინოკოკი და სხვ. ბ. ყურაშვილი [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook