ბუტირომეტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბუტირომეტრი – (ბერძნ. butyron – კარაქი და …მეტრი), ცხიმსაზომი, რძის ცხიმიანიბის საზომი ხელსაწყო. ბუტირომეტრი ჩვეულებრივ ცილინდრული ფორმის დანაყოფებიანი მინის ჭურჭელია. თითო დანაყოფი შეესაბამება ცხიმის 0,1% – ს – (მასის მიხედვით). ბუტირომეტრში ჩაასხამენ 11 სმ3 გამოსაკვლევ რძეს, 10 სმ3 გოგირდმჟავას და 1 სმ3 ამილის სპირტს და შეანჯღრევენ. მჟავასა და სპირტში გაიხსნება რძის შემადგენელი ნაწილები – (ცხიმის გარდა). ცხიმი რომ უკეთ გამოიყოს, ბუტირომეტრს ცენტრიფუგაში ათავსებენ, ცენტრიფუგის შემდეგ საზღვრავენ ცხიმის რაოდენობას. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook