ბუშტუკოვანი მარტივი ლიქენი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბუშტუკოვანი მარტივი ლიქენი – (კანისა და ვენ. დაავ.) გამომწვევია ვირუსი. არც თუ იშვიათად დაავადებას წინ უძღვის გადაციება; შეიძლება გადაეცეს კოცნის, სქესობრივი კინტაქტის დროს. სიმპტომები. ანთების საფუძველზე კანზე ან ლორწოვან გარსებზე ჩნდება ბუშტუკები გამჭვირვალე სეროზული შიგთავსით, რომელიც (შიგთავსი) სწრაფადვე იმღვრევა და შრება მოყვითალო – ყავისფერი ქერქების სახით; შემდგომში ხდება მათი მოცილება. ლოკალიზდება რა პირის, ცხვირის მიდამოებზე, სასქესო ორგანოებზე, ბუშტუკოვანმა ლიქენმა შესაძლოა განიცადოს ხშირი რეციდივირება და გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მტკივნეულობა; ზოგჯერ მას თან ერთვის მეორადი ინფექცია. სასქესო ორგანოების მიდამოში მარტივი ბუშტუკოვანი ლიქენის ლოკალიზაციის შემთხვევაში, აუცილებელია ავადმყოფის გულდასმით გამოკვლევა სიფილისზე, აუცილებლობის შემთხვევაში ხდება სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევაც.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook