ბერნარ – გორნერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბერნარ – გორნერის სინდრომი – (C. Bernard, ფრანგი ფიზიოლოგი; J. F. Horner შვეიცარელი ოფთალმოლოგი; სინ.: გორნერის სინდრომი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება სამი ძირითადი ნიშნით: მიოზი, ფსევდოპტოზი და ერთი თვალის ენოფთალმი; განპირობებულია თვალის სიმპათიკური ინერვაციის მოშლით; არც თუ იშვიათად თან ახლავს სისხლძარღვოვანი დარღვევები სახის იმავე მხარეზე. ასევე შემდეგი ნაკლებად გამოხატული ნიშნები: ფერადი გარსის დეპიგმენტაცია, ცრემლდენის მოშლა, სისხლძარღვების გაფართოება კანის ტემპერატურის ზრდითა და ოფლის გამოყოფის ცვლილებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა