ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ბივალენტა – (bivalenta ლათ.bi – ორი და valere – ღირებულება) – I რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების ორ წყვილად განლაგებული ჰომოლოგიური ქრომოსომები მეიოზის პროფაზის პაქინემურ სტადიაზე. ნორმალურ შემთხვევებში ბივალენტების რიცხვი ჰაპლოიდურ ნაკრებში ქრომოსომების რიცხვის ტოლია. მოგვიანებით დიპლონემის სტადიაზე ბივალენტას თითოეული ქრომოსომა იხლიჩება ორ ქრომატიდად, რასთან დაკავშირებითაც მათში ქრომატიდების საერთო რიცხვი ოთხს უტოლდება. ამიტომ ასეთ ბივალენტებს ტეტრადები ეწოდება. ტერმინი შემოიღო ჰეკელმა – (1892). იხ.უნივალენტა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ბივალენტები – (ბი … და ლათ. valens, entis – ძლიერი), კონიუგირებული ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილები, რომლებიც მეიოზში ბირთვის გაყოფის დროს წარმოიქმნება. ბივალენტებში ქრომოსომებს შორის ჩნდება ქიაზმები – (X – ისმაგვარი ფიგურები). ამ დროს შესაძლოა მოხდეს გენეტიკური მასალის გაცვლა. ნორმალურ პირობებში ბივალენტების რაოდენობა ჰაპლოიდური (ერთმაგი) კომპლექტის ტოლია. [“1”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა