გაძვალება

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაძვალება – ხრტილოვანი, შემაერთებელი ან სხვა რომელიმე ქსოვილის შეცვლა ძვლოვანი ქსოვილით. ემბრიონულ და ჩონჩხის ზრდის პერიოდში გაძვალება ფიზიოლოგიური მოვლენაა და საფუძვლად უდევს ძვლის განვითარებასა და ზრდას – (იხ. ძვალი), მოხუცებულობაში ნეკნების, ხორხის , ბრონქების და ზოგი სხვა ორგანოს ხრტილების გაძვალება პათოლოგიური პროცესის მოსაზღვრე მდგომარეობად ითვლება. სახსრებისა და მალთაშუა ხრტილების გაძვალება ახასიათებს ზოგიერთ დაავადებას, მაგ., მაანკილოზებელ პოლიართრიტს; შეიძლება გაძვალდეს აგრეთვე პლევრის შეხორცებები, გულის შეცვლილი ნაწიბუროვანი სარქვლები, ტუბერკულოზური კერის გარშემო განვითარებული კაფსულები, ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები და სხვ. ამ შემთხვევებში გაძვალება მეტაპლაზიის გზით ხდება. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook