გონოკოკური კონიუნქტივიტი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გონოკოკური კონიუნქტივიტი – (ბლენორეა) (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. გამომწვევები – ნეისერის გონოკოკები. ახალშობილებში დასნებოვნება ხდება მშობიარობის დროს დაავადებული დედიდან; მოზრდილებში გამომწვევის გადაცემა ხდება ინფიცირებული საგნებით ან ხელებით გონოკოკური ურეთრიტით დაავადებულისგან. სიმპტომები. როგორც წესი ზიანდება ორივე თვალი. დაბადებიდან მე – 2 – მე – 3 დღეს ჩნდება ქუთუთოების მკვეთრი შეშუპება და გამკვრივება, კონიუნქტივის ინფილტრაცია და სისხლდენადობა. 3 – 4 დღის შემდეგ ქუთუთოების შეშუპება მცირდება, კონიუნქტივა ხდება ხორკლიანი, მუთაქის მსგავსი, რომელიც გარს ერტყმის რქოვანას. აღინიშნება უხვი ჩირქოვანი გამონადენი. შესაძლებელია რქოვანას ინფილტრაციის ან წყლულის განვითარება, რომელმაც შესაძლოა განიცადოს პერფორაცია ან წარმოიქმნას ლიბრი, რასაც მივყავართ სიბრმავემდე. მოზრდილებში ბლენორეის მიმდინარეობა უფრო მძიმეა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook