გულ – სისხლძარღვთა უკმარისობა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გულ – სისხლძარღვთა უკმარისობა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გულისა და სისხლძარღვების უკმარისობის ძირითადი პათოგენეტიკური ნიშნებისა და კლინიკური სიმპტომების ურთიერთშერწყმით. გულ – სისხლძარღვთა უკმარისობა შესაძლებელია განვითარდეს მწვავედ, ან ჰქონდეს ქრონიკული მიმდინარეობა. ყველაზე გავრცელებული მიზეზი მწვავე გულ – სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარებისა არის მიოკარდის ინფარქტი, ფილტვის ღეროს მსხვილი ტოტების ემბოლია, მარცხენა ატრიოვენტრიკულური ხვრელის დაცობა სფეროსებრი თრომბით, გულის ტამპონადა, არასინუსური ტაქიკარდია, მაგ. წინაგულთა თრთოლვა, პაროქსიზმული ტაქიკარდიის ზოგიერთი ფორმები და სხვ. ქრონიკული გულ – სისხლძარღვტა უკმარისობა ვითარდება იმ შემთხვევებში, როდესაც ერთი და იგივე პათოგენური ფაქტორი ხანგრძლივად ზემოქმედებს მიოკარდზე და სისხლძარღვის კედლის გლუვკუნთოვან ელემენტებზე; ყველაზე უფრო ხშრად ეს აღინიშნება თირეოტოქსიკოზის, ბერი – ბერისა და ანემიის დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook