დანამატი ღრუების მწვავე და ქრონიკული ანთება

  • თურმანიძის მალამოები

დანამატი ღრუების მწვავე და ქრონიკული ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) მწვავე ანთებები ხშირად წარმოადგენენ მწვავე გაცივების, გრიპის შედეგს. იშვიათად აღინიშნება წითელას, ქუნთრუშას და სხვა ინფექციების დროს. სიმპტომები და მიმდინარეობა. ცხვირის ცალმხრივი გაჭედვა, ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა. ლოყის ან შუბლის მიდამოში გაჭიმვის, სიმძიმის, შემდგომში – ტკივილების შეგრძნება. ყბისზედა (ჰაიმორის) და შუბლის ღრუებზე ხელით ზეწოლის შედეგად აღინიშნება მტკივნეულობა. ზოგჯერ აღნიშნულ სიმპტომებს ემატება ტკივილები კბილების, საფეთქლის, ცხვირის ფუძის მიდამოში, თავის ტკივილი. შესაძლებელია გამოვლინდეს შეშუპება დაზიანებული ღრუს მიდამოში. სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, მომატებულია.

ცხავის ლაბირინთის ანთება (ეთმოიდიტი) ჩვეულებრივ დამოუკიდებლად არ ვითარდება, არამედ თან ერთვის ჰაიმორიტს ან ფრონტიტს. ორმხრივი სინუსიტი ცალმხრივზე გაცილებით იშვიათად გვხვდება. ქრონიკული ანთება მიმდინარეობს გაცილებით ნაკლებად გამოხატული სიმპტომებით (ცხვირიდან გამონადენი, ზოგჯერ უმნიშვნელო თავის ტკივილი, შრომისუნარიანობის დაქვეითება). ცხვირის ღრუს დათვალიერებით ვლინდება ცხვირის შუა ნიჟარის ჰიპერემია და შეშუპება და, არც თუ იშვიათად, ლორწოვან – ჩირქოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი ცხვირის შუა გასავლიდან, რომელიც გადადის ცხვირ-ხახაში. ქრონიკული მიმდინარეობისას შესაძლებელია აღინიშნებოდეს პოლიპები ცხვირის ღრუში. დაავადების ამოცნობის მიზნით აუცილებელია დანამატი ღრუების რენტგენოლოგიური სურათი.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..

Share this...Share on Facebook
Facebook