დეგოსის სინდრომი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დეგოსის სინდრომი – (R. Degos, ფრანგი დერმატოლოგი, სინ.: დეგოს – დელორ – ტრიკოს სინდრომი) უცნობი ეტიოლოგიის იშვიათი სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება კანისა და კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. დაავადება აღინიშნება მამაკაცებში. დაავადების საწყისი ნიშანია გამონაყარი ნახევარსფერული ფორმის პაპულების სახით. განსაკუთრებით ხშირად ლოკალიზდება ტანზე, კეფაზე, იშვიათად კიდურებზე. რამდენიმე კვირის შემდეგ პაპულები ქრებიან და ტოვებენ მყარ, ყვავილისმაგვარ ატროფიულ ნაწიბურებს; გამონაყრის შემდეგ რამდენიმე კვირის, თვის, ზოგჯერ კი წლის შემდეგ ვითარდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაზიანება (მრავლობითი პერფორაციები, უპირატესად წვრილი ნაწლავისა), რომლის პირველი ნიშანია მკვეთრი შეტევითი ტკივილები მუცელში, ზოგჯერ ,,მწვავე მუცლის” სიმპტომები. შეტევა იწყება ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ და მთავრდება ფაღარათით; ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს ნერვული სისტემის დაზიანებაც; დაავადების მიმდინარეობა მძიმეა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook