დიპლობაცილური კონიუნქტივიტი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიპლობაცილური კონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. გამომწვევი – მორაკს – აქსელფელდის გრამდადებითი დიპლობაცილები. სიმპტომები. ძლიერი ქავილი, თვალის გარეთა და შიგნითა კუთხეებში ქუთუთოების კანის შეწითლება, მაცერაცია და ნახეთქები. ქუთუთოების კონიუნქტივა, განსაკუთრებით თვალის ნაპრალის კუთხეებში, ჰიპერემიულია; გაფაშრებული; გამონადენი უმნიშვნელოა, ბლანტი. ზოგჯერ რქოვანას ზედაპირულ შრეებში წარმოიქმნებიან ინფილტრატები. არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში დაავადება გრძელდება წლობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook