დისცირკულარული ენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დისცირკულარული ენცეფალოპათია – ტვინის სისხლძარღვოვანი დაზიანების ქრონიკული პროგრესირებადი ფორმა. განსაკუთრებით ხშირია მოხუცებულობით ასაკში.  ადგილი აქვს თავის ტვინის მრავალკეროვან ან დიფუზურ დაზიანებას ნევროლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური დარღვევების კოპლექსით. დისცირკულარული ენცეფალოპათიის ძირითადი გამოვლენაა კოგნიტური (შემეცნებითი) ფუნქციის მოშლა, ემოციურ – პიროვნული დარღვევები, პირამიდული, ექსტრაპირამიდული, ფსევდობულბური და ნათხემის, ასევე ვესტიბულური და ვეგეტატური დარღვევები. მკურნალობაში შედის არტერიული წნევის სტაბილიზაცია, ჰიპერლიპიდემიის, შაქრიანი დიაბეტის კორექცია, ანტიაგრეგანტების, კალციუმის იონების ანტაგონისტების, ნოოტროპული და სხვა ნეიროპროტექტორული საშუალებების, ჰიპოლიპიდემიური და ვაზოაქტიური საშუალებების ხანგრძლივად მიღება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook