ეგზემა

  • თურმანიძის მალამოები

ეგზემა – კანის ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომელიც განპირობებულია დერმის დვრილისებური შრის სეროზული ანთებითა და ეპიდერმისის კეროვანი სპონგიოზით. ვლინდება პოლიმორფული გამონაყრით, ქავილით. ვითარდება მწვავედ, თუმცა შემდეგ ღებულობს ქრონიკულ მიმდინარეობას, ხშირი რეციდივებით. დაავადებას არ გააჩნია ერთიანი ეტიოლოგია და განპირობებულია სხვადასხვა ეგზო და ენდოგენური ფაქტორებით; უფრო მეტად სავარაუდოა ნევროგენული და ალერგიული მექანიზმების როლი. განასხვავებენ ჭეშმარიტ, სებორეულ, მიკრობულ  და პროფესიულ  ეგზემას. ეგზემა – ნევროგენული ან ალერგიული წარმოშობის კანის ანთებითი დაავადება. გადამდები არ არის.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი


 

Share this...Share on Facebook
Facebook