ედვარდსის სინდრომი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ედვარდსის სინდრომი – (J. H. Edwards, ამერ. პედიატრი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია მე – 18 ქრომოსომის ტრისომიით და ვლინდება ორგანოებისა და სისტემების განვითარების მრავლობითი მანკებით. კლინიკურად ვლინდება ახალშობილის მცირე წონით (2500 გ – მდე), სახისა და ძვალ – კუნთოვანი სისტემის აგებულების მრავლობითი ანომალიებით. ავადმყოფებს აღენიშნებათ თავის ქალას დოლიქოცეფალური ფორმა, მიკროგნათია, ჰიპერტელორიზმი; ყურის ნიჟარები პატარა, დეფორმირებული, ჩვეულებრივ ქვევით მდებარეა; გულმკერდი მოკლეა, ნეკნთაშუა არე შემცირებულია. კუნთოვანი ჰიპერტონუსი განაპირობებს კიდურების სპეციფიკურ მდებარეობას (ისინი მოხრილი და ტანთან მიზიდულია, აღინიშნება ხელის თითების ფლექსორული დეფორმაცია). აღინიშნება ფრჩხილების ჰიპოპლაზია, მენჯ – ბარძაყის სახსრების დისპლაზია. ავადმყოფებს აღენიშნებათ პტოზი, ეგზოფთალმი, ეპიკანტუსი, მიკროფთალმი, რქოვანას შემღვრევა, მხედველობის ნერვის დისკისა და სისხლძარღვოვანის გარსის კოლობომები, მხედველობის ნერვის დისკების ატროფია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook