ეპითელოიდური სარკომა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეპითელოიდური სარკომა – (ბერძ. Epi – ზე, ზევით + thele დვრილი + eidos სახე) რბილი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნე; გვხვდება იშვიათად. ზიანდება ძირითადად მტევანი და წინამხარი. სიმსივნე ვითარდება კანქვეშ და დაკავშირებულია მყესოვან და ფასციურ წარმონაქმნებთან, ზოგჯერ ჩაიზრდება კანში, რასაც თან ახლავს დაწყლულება. სიმსივნის ღრმად მდებარეობისას შესაძლებელია განვითარდეს ძვლის კეროვანი ატროფია. კლინიკური სიმპტომატიკა ღარიბია. უმრავლეს შემთხვევაში ძირითადი კლინიკური სიმპტომია შეშუპება, მაგ. მტევნის ან წინამხრის მიდამოში; ზოგჯერ ამ არეში აღინიშნება ტკივილი. დაავადების სიმპტომები შესაძლოა აღინიშნებდეს რამდენიმე თვიდან 20 წლამდე პერიოდის მანძილზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook