ერბო

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერბო – კარაქის გადადნობით მიღებული თეთრი ან ღია ყვითელი ფერის რბილი კონსისტენციის საკვები პროდუქტი, პლაზმისაგან განთავისუფლებული სუფთა რძის ცხიმი. ერბო შეიცავს 98% ცხიმს, 1% წყალს და 1% სხვა ნივთიერებას (ცილა, რძის შაქარი, მინერალური მარილები). ერბოს იღებენ დეფექტიანი კარაქისაგან (დეფექტს იწვევს პლაზმის – წყლიანი ნაწილის ცვლილება). გადადნობის შემდეგ პროდუქტს პლაზმა სცილდება და მისი საგემოვნო და არომატული თვისებები უმჯობესდება. ერბო დიდხანს ინახება. რძის ცხიმის შედგენილობაში შედის 50% – ზე მეტი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, 27 – 43% ოლეინის მჟავა და 7% – მდე პოლიუჯერი მჟავები. სხვა ცხოველურ ცხიმებთან შედარებით რძის ცხიმი დიდი რაოდენობით (0,3 – 0,5%) შეიცავს ქოლესტერინს. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook