ეშერიქიოზი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეშერიქიოზი – ფართოდ გავრცელებული (განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში) მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადება, რომელსაც იწვევს ნაწლავის ჩხირის პათოგენური სახესხვაობები. გამომწვევის წყაროა დაავადებული ადამიანი, ჯანმრთელი ბაქტერიამტარებლები და ცხოველები. დასნებოვნება ხდება წყლისა და საკვები პროდუქტების გამოყენებით. ინკუბაციური პერიოდი 12 საათიდან 6 დღემდეა. ვლინდება მუცელში ტკივილებით, თხიერი განავლით, ღებინებით. შესაძლოა აღინიშნებოდეს ცხელება და ინტოქსიკაცია. დაავადების ხანგრძლივობა 7 დღემდეა. მიმდინარეობს კეთილთვისებიანად, მაგრამ დასუსტებულ ბავშვებში და ახალშობილებში შესაძლოა ლეტალური გამოსავალი. დიაგნოსტირდება ბაქტერიოლოგიური მეთოდებით. მკურნალობა – დიეტა, რეჰიდრატაცია ჩვენების მიხედვით, ანტიმიკრობული პრეპარატები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook