ელასტიკური ბოჭკოები – (fibrae elasticae ბერძნ.fibra – ბოჭკო elasticos – დრეკადი, მოქნილი) – შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი ნივთიერების ფიბრილური სტრუქტურები, რომელთაც გაჭიმვის უნარი აქვთ. შედიან ელასტიკური იოგების, ელასტიკური ხრტილის შემადგენლობაში, ქმნიან სისხლძარღვების კედლების ელასტიკურ ჩონჩხს და ა.შ. ელასტიკური ბოჭკოების სტრუქტურული ერთეულებია 500 – 600 Ao სისქის პროტოფიბრილები. კოლაგენური ფიბრილებისაგან განსხვავებით, მათ არ ახასიათებთ განივი დახაზულობა. ვარაუდობენ, რომ ელასტიკური და კოლაგენური ბოჭკოები მსგავსი წარმოშობისაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ელასტიკური ბოჭკო – (fibra elastica) შემაერთებელქსოვილოვან ბოჭკოთა (სისქით 0,2 – 1 მკმ – მდე) სახე. მათ ძირითად ქიმიურ კომპონენტს წარმოადგენს ცილა – ელასტინი, რომელსაც გაჭიმვის უნარი აქვს. ელასტიკური ბოჭკოები – (ბიოლ.) შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოები, რომლებიც ძირითადად შედგება ელასტინისაგან. განსხვავებით კოლაგენური ბოჭკოებისაგან ნაკლებად მტკიცე და მეტად ჭიმვადები არიან; ასრულებენ საყრდენ – მექანიკურ ფუნქციას. წარმოდგენილია სისხლძარღვთა კედლებში, ელასტიკურ ხრტილებში.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი