ვალის სიმპტომი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვალის სიმპტომი – (E. Wahl, 1833 – 1890) მუცლის შემოსაზღვრული შებერვა, რომელიც განპირობებულია აირების დაგროვებით ნაწლავების გადაგრეხილ მარყუჟში; სიმპტომი აღინიშნება ნაწლავების გადაგრეხისას ან კვანძების წარმოქმნისას. აღწერა 1889 წ. ვალემმა, როგორც სტრანგულაციური გაუვალობის დამახასიათებელი ნიშანი. სიმპტომის დროს აღინიშნება ასიმეტრია მუცლის ქვედა ნაწილებში და მოისინჯება რეზისტენტული, მკვრივი ნაწლავი, რომლის ზემოთაც პერკუტორულად აღინიშნება მაღალი ტიმპანური ხმიანობა; რიგ ავადმყოფებში მუცლის კედლის შიგნით შესაძლებელია ჩანდეს ნაწლავის მარყუჟების პერისტალტიკა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook