ვარიკოზული წყლულები

ვარიკოზული წყლულები – (კანისა და ვენ. დაავ.) გავრცელებული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დეფექტით, უხშირესად ქვედა კიდურებზე, მყარი მიმდინარეობით, გაძნელებული შეხორცებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ვითარდება ქვედა კიდურებზე ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების, თრომბოფლებიტის, ენდარტერიიტების, პერიფერიული ნერვების დაზიანებების ნიადაგზე აღმოცენებული ნეიროტროფული მოშლილობების შედეგად.

სიმპტომები, მიმდინარეობა

უხშირესად წყლულები განლაგებულია წვივის ქვედა მესამედის მედიალურ ზედაპირზე, ზოგჯერ უკავია წვივის ნახევარი ან მთლიანად მთელი წვივი (არსებობენ როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი წყლულები).
ჩვეულებრივ ისინი მშრალია, თუმცა ზოგჯერ დაფარულია სველი მინისებური მკრთალი – ვარდისფერი ან ვარდისფერ – ქარვისფერი გრანულაციებით.
ტროფიკული წყლულებიდან გამოიყოფა ღია, წყლიანი ჟუჟღისებური, ხშირად მყრალი სუნის მქონე ჩირქი, რომელიც აღიზიანებს მიმდებარე ქსოვილებს. უმეტეს შემთხვევებში წყლულის ფსკერი დაფარულია ნეკროზული მასების მორუხო შრით, ზოგჯერ მომწვანო ელფერით;
კიდეები თანაბარია ან არასწორი ფორმის, ბრტყელი, დამრეცი, ამოღრმავებულები, რბილი ან მკვრივი კონსისტენციის, დაკოჟრილი.
წყლულის გარშემო კანი განლეულია, ატროფირებული, პიგმენტირებული, გააჩნია მოლურჯო – მოყავისფრო ფერი; ამასთან კანის მეზობელი უბნები, ქსოვილების სიღრმეში ნაწიბუროვანი ცვლილებების შედეგად, შეწეულები არიან ან მიმდებარე ქსოვილების შეშუპების და გაჯირჯვების შედეგად ამოწეულნი არიან წყლულს წევით.

გართულებები

არც თუ იშვიათად გამოყოფილი შიგთავსებით გაღიზიანების გამო კანი წითლდება, განიცდის მაცერაციას და დაწყლულებას. სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად, ვარიკოზული წყლულის დროს, წვივების შეშუპება ისეთი ძლიერი და მკვეთრია, რომ მისი ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობის შემთხვევაში გააჩნია სპილოვნების შესახედაობა.
წყლულის მიდამოში, აგრეთვე კანის მეზობელი უბნების გაღიზიანების შედეგად ვითარდება ზოგჯერ ძალიან ინტენსიური ქავილი, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. ტკივილს გააჩნია გამოხატულების სხვადასხვა ხარისხი.

დიაგნოსტიკა

კიდურების ვარიკოზული წყლულების ამოცნობა სირთულეს არ წარმოადგენს. დიფერენციალური დიაგნოზის დროს უნდა გამოვრიცხოთ სიფილისისა და ტუბერკულოზის ნიადაგზე განვითარებული წვივების წყლულები, აგრეთვე ტროფიკული წყლულები.

ვარიკოზული წყლულები – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ვარიკოზული წყლულები – გავრცელებული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დეფექტით, უხშირესად ქვედა კიდურებზე, მყარი მიმდინარეობით, გაძნელებული შეხორცებით
📍 უხშირესად წყლულები განლაგებულია წვივის ქვედა მესამედის მედიალურ ზედაპირზე, ზოგჯერ უკავია წვივის ნახევარი ან მთლიანად მთელი წვივი
⭕️ ჩვეულებრივ ისინი მშრალია, თუმცა ზოგჯერ დაფარულია სველი მინისებური მკრთალი – ვარდისფერი ან ვარდისფერ – ქარვისფერი გრანულაციებით
🔎 ვარიკოზული წყლულის განვითარებას საფუძვლად უდევს:
➡️ ქვედა კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები;
➡️ თრომბოფლებიტი;
➡️ ენდარტერიიტების;
➡️ პერიფერიული ნერვების დაზიანებების ნიადაგზე აღმოცენებული ნეიროტროფული მოშლილობები
👉 გაიგეთ მეტი ვარიკოზული წყლულების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან: https://bit.ly/3K5qYAo
#წყლულები #ვარიკოზულიწყლულები #წყლულიფეხზე #ვარიკოზულიწყლულებისსიმპტომები #ვარიკოზულივენები #თრომბოფლებიტი #კანისდეფექტი #ვარიკოზულიწყლულებისნიშნები #ვარიკოზულიწყლულებისდიაგნოსტიკა #ვარიკოზულიწყლულებისმკურნალობა #კანისშეწითლება #ღიაჭრილობაფეხზე #შეუხორცებელიჭრილობა #შეუხორცებელიწყლულები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ბმულებიგვერდი ,,თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო”

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian