ვერდინგ – გოფმანის სპინური ამიოტროფია

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვერდინგ – გოფმანის სპინური ამიოტროფია – (G. Werdnig, ავსტრიელი ნევროლოგი; J. hoffman გერმანელი ნევროლოგი) სპინური კუნთოვანი დისტროფიის ერთ  –  ერთი ფორმა, რომელიც ვლინდება ხშირად სიცოცხლის პირველ წელს. ხასიათდება უპირატესად ბარძაყების, მენჯისა და ზურგის კუნთების ატროფიით. პირველადი დისტროფიული ცვლილებების ვლინდება ზურგის ტვინის წინა რქების მამოძრავებელ ნეირონებში. 2. ვერდნინგ – ჰოფმანის პროგრესული კუნთოვანი ატროფია, სპინური მემკვიდრეობითი ამიოტროფია, ბავშვთა ასაკის ოჯახური სპინური ამიოტროფია – მემკვიდრეობითი დაავადება. ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს (ნელა მიმდინარეობისას ოთხ წლამდე ასაკში), ხასიათდება პერიფერიული დამბლებით და კიდურებისა და ტანის ამიოტროფიით. მიზეზია ზურგის ტვინის წინა რქების მამოძრავებელ უჯრედთა დეგენერაციული ცვლილებები. მემკვიდრეობითი გადაცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. [“3”]

გაფრთხილება!