ვილებრანდის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვილებრანდის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება: სისხლის შედედების დარღვევა ვილებრანდის ფაქტორის (პლაზმის თრომბოპლასტური ფაქტორი, ან სისხლის შედედების VIII ფაქტორი) არასაკმარისი აქტივობის შედეგად. გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით. ხასიათდება სისხლდენის დროის მკვეთრი გაზრდით; ვლინდება სისხლდენის მიდრეკილებით სისხლჩაქცევებისადმი, მენსტრუაციის, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში უხვი სისხლდენებით. სისხლის შესაჩერებლად და პროფილაქტიკისათვის იყენებენ სისხლის პრეპარატების გადასხმას, რომელიც შეიცავს ვილებრანდის ფაქტორს; დაავადების ზოგიერთი ფორმის დროს გამოიყენება ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის პრეპარატი ადიურეტინი (დესმოპრესინი), რომელიც ზრდის ვილებრანდის ფაქტორის აქტივობას. ფიბრინოლიზის დასათრგუნავად გამოიყენება ჰემოსტატიკური საშუალებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა