ვილმსის სიმსივნე

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვილმსის სიმსივნე – (M. Wilms, გერმ. ქირურგი, 1867 – 1918; სინ.: თირკმელების ადენოსარკომა, ნეფრობლასტომა, ემბრიონული ნეფრომა) თირკმელების დიზონტოგენეზური ავთვისებიანი სიმსივნე; წარმოადგენს ერთ  –  ერთ ყველაზე ხშირ ავთვისებიან სიმსივნეს ბავშვებში, ჩვეულებრივ 2 – 5 წლის ასაკში, თუმცა გვხვდება ნებისმიერ ასაკში, ღრმა მოხუცებულებშიც. სიმსივნეს აქვს კარგად შემოფარგლული კვანძის სახე და შესაძლოა მიაღწიოს დიდ ზომებს; მდებარეობს თირკმლის კაფსული ქვეშ ან კარის მახლობლად; კლინიკური სურათისათვის დამახასიათებელია კანის საფარველის სიფერმკრთალე, სუბფებრილური ტემპერატურა, ზოგჯერ გულისრევა, მადის დაქვეითება, პერიოდული ყრუ ხასიათის ტკივილები მუცელში; მუდმივი სიმპტომია სიმსივნის არსებობა მუცელში, რომელიც ხშირად წარმოადგენს პირველ სიმპტომს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა