თამბაქოს წევა და მისი მავნე გავლენა ორგანიზმზე

ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ამ გვერდიდან შეგიძლიათ  გამოიწეროთ ნიკოტინის შემცველი პლასტირები თამბაქოს მოწევის დანებებისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”:

თამბაქოს წევა – ყოფითი ნარკომანიის სახე. ევროპაში გავრცელდა XV საუკუნიდან, ამერიკიდან თამბაქოს შემოტანის შემდეგ. თამბაქოს წევა თანდათანობით გავრცელდა მსოფლიოში და ყოფით მანკიერებად იქცა.


♦♦ ნიკოტინის შემცველი პლასტირი თამბაქოს მოწევის  დანებებისათვის  ,,ამაზონზე” >>>


დადგენილია თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილ ნივთიერებათა მავნე ზეგავლენა ორგანიზმზე. თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც კარიესის გაჩენას იწვევს, ხშირად ჩნდება სტომატიტი და გინგივიტი.

ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე ნიკოტინის ქრონიკული მოქმედების შედეგად ვითარდება ვეგეტატიური დარღვევები – ძლიერდება კუჭის სეკრეცია, მკვეთრად მატულობს კუჭის წვენის მჟავიანობა, ვითარდება გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, კუჭის შეკრულობა ან მოშლილობა, ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა (რაც ხელს უწყობს კბილის ქვის გაჩენას).

ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ კედლებში წარმოქმნილი ტროფიკული ცვლილებები კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების გავითარებას.

თამბაქოს მწეველთა თავისებური დაავადებაა ე. წ. გარდამავალი სიკოჭლე, რაც კანჭისა და ტერფის მაობლიტერებელ ენდარტერიიტთანაა დაკავშირებული.

ბრონქებისა და ბრონქიოლების ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს, რაც ზოგჯერ ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით მთავრდება. დადგენილია, რომ ფილტვის კიბოთი დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის 20 – ჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. დადგენილია აგრეთვე, რომ თამბაქოს წევა ხელს უწყობს არა მარტო ფილტვის, არამედ ტუჩის, პირის ღრუსა და ტრაქეის კიბოს გაჩენასაც.

ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მწეველთა შორის თითქმის ორჯერ მეტია; მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან.

თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც ვინც მწეველებთან ერთ შენობაში არის და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. განსაკუთრებით მავნეა თამბაქოს წევა ფეხმძიმობის პერიოდში, რადგან ნიკოტინი, შეაღწევს რა დედის სისხლში, ნაყოფსაც წამლავს. ნიკოტინით მწვავე მოწამვლა (გულისრევა, თავბრუ, პირღებინება, ხშირი მაჯისცემა, კრუნჩხვები, სისხლის წნევის აწევა და სხვ.) ჩვეულებრივ თამბაქოს წევის დაწყებისას აღინიშნება.

მკურნალობა: ფსიქოთერაპია და ფსიქოპროპილაქტიკა, ზოგჯერ – მედიკამენტური (ნიკოტინური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებები) მკურნალობა. [“1”]

სადღეისოდ  ნიკოტინური დამოკიდებულების სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები არსებობს –  ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინი, ნიკოტინ-ინჰალატორი, ნიკოტინის შემცველი ნაზალური სპრეი, ნიკოტინის შემცველი პლასტირი და სხვ.

ნიკოტინის შემცველი პლასტირი მნიშვნელოვნად აქვეითებს მოხსნის სინდრომის წარმოქმნის რისკს თამბაქოს დანებებისას. ამდენად, იგი გამოიყენება როგორც თერაპიის ძირითადი, ან დამხმარე  საშუალება თამბაქოს მიტოვებისას. პლასტირში შემავალი ნიკოტინი შეიწოვება  კანის გავლით და სისხლის პლაზმაში აღწევს იმ კონცენტრაციას, რომელიც საკმარისია ნიკოტინის მოხსნის სინდრომის შესამცირებლად. აღსანიშნავია, რომ მას გააჩნია უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები, ამდენად:

ნიკოტინის შემცველი პლასტირის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
 

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook