თრომბოციტები

თრომბოციტები – (thrombocyti ბერძნ. thrombos – შენადედი და cytos – უჯრედი) 1. სისხლის ფირფიტები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის ტვინის გიგანტური უჯრედების – მეგაკარიოციტების ციტოპ­ლაზ­მის მცირე უბნების გადაზონრვის დროს. ისინი შეიცავენ ფერმენტ თრომბოკინაზას, რომელიც საჭიროა სისხლის შედედების პროცესში; 2. სისხლის უჯრედები. ტიპური აგებულების თრომბოციტები აქვს ყვე­ლა ხერხემლიანს, ძუძუმწოვრების გამოკლებით, რომელთა თრომბო­ციტებს უწოდებენ ციტოპლაზმის უბირთვო ნაწილაკებს – სისხლის ფირფიტებს . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

(2) თრომბოციტები – სისხლის ფირფიტები (ბერძნ. Thrombos ნადედი, kytos უჯრედი) – სისხლის ფორმიანი ელემენტი; ნორმის ფარგლებში ადამიანის სისხლში 180 – 320 · 109 / ლ თრომბოციტია. მათი დაშლისას გამოიყოფა აქტიური ნივთიერება (თრომბოკინაზა), რომელიც აუცილებელია სისხლის შედედებისათვის.(2)

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი


 

Share this...Share on Facebook
Facebook