ინკასო

ინკასო – ბანკის მიერ თანხის მიღება იმ პირის ან დაწესებულების სასარგებლოდ, რომელმაც გადასცა მას დოკუმენტი, რომელთა მიმართაც უნდა მოხდეს ანგარიშსწორება მაგ: დოკუმენტები გამყიდველის მიერ მყიდველისათვის გაგზავნილ საქონელზე. ინკასო ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებაში. განასხვავებენ წმინდა ინკასოს, სადაც შედის საგზავნილო და მარტივი თამასუქების, ჩეკების და სხვა საგადამხდელო დოკუმენტების ინკასო და დოკუმენტალური ინკასო, – კომერციული დოკუმენტების (ანგარიშების, გადასატვირთი და სადაზღვევო დოკუმენტების, სხვადასხვა სერთიფიკატების და სხვა) ინკასო. ინკასოს ოპერაციის განხორციელებისთვის ბანკები იღებენ საკომისიოს. ინკასოს შესრულების წესი დადგენილია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოშვებული ერთწლიანი წესებით, რომელსაც ეყრდნობა მსოფლიო კომერციული ბანკების უმრავლესობა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook