ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ზელცერ – კაპლანის სინდრომი – მემკვიდრეობითი არასფეროციტული ჰემოლიზური ანემია (როგორც ჩანს, გადაცემული აუტოსომურ – რეცესიული ტიპით). კლინიკა:ჰემოლიზური სიყვითლე; ჰეპატო და სპლენომეგალია, ცვლილებები ძვლებში, მონგოლოიდური სახის ნაკვთები, სისხლში – ნორმოქრომული ანემია, ერითროციტები ნორმო, ან მაკროციტული, მსუბუქად ოვალოციტური, სფეროციტები არ აღინიშნება. ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია. კუმბსის სინჯი უარყოფითია. ძვლის ტვინში აღინიშნება გაძლიერებული ერითროპოეზი. [“3”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა