ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
თვითანგარიში – (ფსიქოლოგია) ადამიანის მიერ საკუთარ თავთან ანგარიშის ჩაბარება შესრულებულ საქმიანობაში, ქმედებებში; საკუთარ გრძნობების, გატაცებების გაცნობიერება ანალიზის მეშვეობით, მათი არსი და მნიშვნელობა საკუთარი თავისათვის და გარშემომყოფთათვის, როგორც მოცემულ მომენტში, ასევე დროის სხვა მომენტებში: წარსულსა და მომავალში. თვითანგარიშში შედის საკუთარი ქმედებების ზნეობრივი შეფასება და ემყარება თვითდაკვირვებას.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა