ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ივემარკის სინდრომი – (B. I. I. Ivemark, შვედი პედიატრი; სინ.: ელენთის აგენეზია, ელენთის თანდაყოლილი არარსებობა) ელენთის აგენეზიის შერწყმა გულის თანდაყოლილ მანკთან და მუცლის ღრუს ორგანოთა ანომალურ მდებარეობასთან. სინდრომის კლინიკური სურათი განისაზღვრება გულის მანკის გამოხატულების ხარისხით. ივემარკის სინდრომისათვის ტიპურია პარკუჭთაშუა ძგიდის სრული არარსებობა, ხშირად წინაგულთაშუა ძგიდის არარსებობაც ორი ან სამსაკნიანი გულის მორფოლოგიური ნიშნებით; შესაძლოა აღინიშნებოდეს მაგისტრალური სისხლძარღვების სრული ტრანსპოზიცია, ფილტვის არტერიების სტენოზი ან ატრეზია; თითქმის 90% – ზე მეტ ავადმყოფს აღენიშნება ელენთის არარსებობა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა