ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
იზომორფიზმი – (იზო… და ბერძნ. morpho – ფორმა), ქიმიურ ელემენტთა თვისება ჩაენაცვლონ ერთმანეთს კრისტალების სტრუქტურაში. თავდაპირველად (1819) გერმ. მინეროლოგმა ე. მიჩერლიხმა იზომორფიზმი უწოდა ერთმანეთის მსგავსი კრისტალების წარმოქმნის უნარს, რაც ამ ნივთიერებათა შერეულ კრისტალთა წარმოქმნასაც განაპირობებს. იზომორფიზმს უპირველეს ყოვლისა განაპირობებს ატომთა ან მათ იონთა თვისებების მსგავსება (ზომა, გარეგანი ელექტრონული გარსის აგებულება, იონიზაციის პოტენციალი), წარმოქმნილი ნაერთის ხასიათი (მასში სხვადასხვა ატომთა რაოდენობრივი შეფარდება, ქიმიური კავშირების ტიპი და აგებულება) და თერმოდინამიკური პირობები (ტემპერატურა, წნევა). იზომორფიზმი ხშირად განსაზღვრავს ბუნებრივ შენაერთთა რთულ შედგენილობასა და ელემენტთა პარაგენეზისს ერთი შენაერთის ფარგლებში. იზომორფიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედამიწის ქერქში ელემენტთა მიგრაციის პროცესში დ. შენგელია. [“1”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა