იმერსლუნდის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იმერსლუნდის სინდრომი – ესენციური ეპითელოპათია მეგალობლასტიური ანემიის სინდრომით. თანდაყოლილი ექტომეზოდერმული დისპლაზია. ბავშვთა პერნიციოზული ანემია პროტეინურიითა და სისტემური ეპითელიოპათიით. მიმდინარეობს ციკლურად. ვითარდება პოლილიმფადენოპათია, სპლენომეგალია, ჰეპატომეგალია. დამახასიათებელია ჰიპერ ან ნორმოქრომული ტიპის ანემია ანიზოციტოზით, მეგალოციტოზით, ლეიკოპენია ლიმფოციტოზით, ნეიტროფილების პოლისეგმენტაცია, თრომბოციტოპენია, ერითრონორმობლასტური რეაქცია. ”ბ” – 12 ვიტამინის შემცველობა სისხლის შრატში დაქვეითებულია შედეგად მისი ნაწლავებში ათვისების თანდაყოლილი დეფექტისა. ძვლის ტვინში გამოხატულია მეგალობლასტური ტიპის სისხლწარმოქმნა. აღინიშნება კანის ბრონქების, ალვეოლების, პლევრის, ნაწლავების ეპითელიუმის დისქვამაცია. სინონიმები: იმერსლუნდ – გრესბეკის სინდრომი, იმერსლუნდ – ნაიმან – გრესბეკის სინდრომი[“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა