ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
იმუნოქიმია – იმუნოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის იმუნიტეტის ქიმიურ საფუძვლებს. იმუნოქიმიის ძირითადი პრობლემებია ანტისხეულებისა და ბუნებრივი და სინთეზური ანტიგენების აგებულების და თვისებების შესწავლა, აგრეთვე იმუნოლოგიური რეაქციების ამ კომპონენტების ურთიერთმოქმედების კანონზომიერებათა გამოვლინება სხვადასხვა ორგანიზმში. თანამედროვე იმუნოქიმიის უდიდეს მიღწევად ითვლება ანტისხეულების – იმუნოგლობულინების მოლეკულების სტრუქტურის გაშიფვრა, მათი წმინდა სახით მიღების მეთოდების შემუშავება, რასაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სამკურნალო – პროფილაქტიკური გამა გლობულინებისა და გაწმენდილი და კონცეტრირებული იმუნური შრატების მიღების საქმეში. იმუნოქიმია შეისწავლის პათოგენურ მიკრობთა და მათი შხამების – ტოქსინების ქიმიურ შედგენილობას, ადგენს ბალასტი ნივთიერებებისაგან მათი გაწმენდისა და გაუვნებლობის მეთოდს. ამ გზით მიღებულ ანატოქსინებს, სრულ ანტიგენებს ფართოდ იყენებენ ახ. ტიპის, ე. წ. ქიმიური ვაქცინების შესაქმელად. [“1”] – იმუნოლოგიის ერთ – ერთი დარგი, რომელიც იმუნიტეტის ქიმიურ საფუძველს იკვლევს.(2)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა