თირკმლის დვრილების ნეკროზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თირკმლის დვრილების ნეკროზი – (სინ.: პაპილარული ნეკროზი, ნეკროზული პაპილიტი, თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების ნეკროზი) თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების იშემიური ინფარქტი ჩირქოვანი გალხობით, ნეკროზული ქსოვილის მოცილებითა და ორგანოს ფუნქციის მოშლით. გამოყოფენ დაავადების პათოგენეზის ინფექციურ, ანგიოპათიურ და ვაზოკომპრესიულ ფაქტორებს. ინფექციური და ანგიოპათიური ფაქტორების შესაბამისად განასხვავებენ პირველად და მეორად ნეკროზს. თირკმლის დვრილების პირველადი ნეკროზის დროს, რომელიც წარმოქმნილია სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად, ჩირქოვანი პროცესი წარმოადგენს გართულებას; მეორადი ნეკროზის დროს წარმოქმნილი ცვლილებები წარმოადგენს პიელონეფრიტის გართულებას. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ თირკმლის დვრილების ნეკროზს. მწვავე პროცესი მიმდინარეობს გამოხატული ინტოქსიკაციით, მაღალი ცხელებით. აღინიშნება ტკივილები წელის არეში, თირკმლის კოლიკის მსგავსი შეტევები. პროცესის ორმხრივად მიმდინარეობის დროს ვითარდება თირკმლის უკმარისობა. ქრონიკული პროცესისათვის დამახასიათებელია ეპიზოდური, მორეციდივე მაკროჰემატურია, ბაქტერიურია, ლეიკოციტურია. დაავადების ძირითად დიაგნოსტიკურ მეთოდს წარმოადგენს რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა