თრომბოციტოპენია – სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება სისხლის მოცულობით ერთეულში. ფიზიოლოგიური თრომბოციტოპენია აღინიშნება მაგ. ორსულობის პერიოდში.
თრომბოციტების წარმოქმნის დარღვევა; აღინიშნება ლეიკოზების, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მეტასტაზირებისას ძვლის ტვინში, ტუბერკულოზის, ზოგიერთი წამლის მიღებისას, მათი დეპონირება გადიდებულ ელენთაში აღინიშნება ღვიძლის ციროზის დროს, დაჩქარებული დაშლა – ავტოიმუნური დაავადებების დროს, სამკურნალო საშუალებების ზემოქმედების შედეგად. თრომბოციტოპენიის შედეგია მომატებული სისხლდენები.
მკურნალობა მიმართულია თრომბოციტოპენიის გამომწვევი მიზეზისაკენ.
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი