ინტელექტუალური საკუთრება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინტელექტუალური საკუთრება – საავტორო და საგამომგონებლო უფლებებს დაქვემდებარებულ ობიექტთა ერთობლიობა. ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც განეკუთვნება ლიტერატურულ, მხატვრულ და სამეცნიერო ნაწარმოებებს, მსახიობთა საშემსრულებლო საქმიანობას, ხმის ჩამწერ, რადიო და ტელე გადაცემებს, გამოგონებებს, აღმოჩენებს, სამრეწველო ნიმუშებს, სასაქონლო ნიმუშებს, საფირმო სახელწოდებებს, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და მისთ. საერთაშორისო სპეციალიზებული და ეროვნული გაერთიანებებისა და ორგანიზაციების ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კოორდინაციის მიზნით, 1967 წლის სტოკჰოლმის კონფერენციაზე მიღებულია კონვენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების შესახებ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook