ინფორმაცია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინფორმაცია – (ინტ.) information თანამედროვე მეცნიერებისა და პრაქტიკის ერთერთი, ყველაზე უფრო აქტუალური,ფუნდამენტური და სადისკუსიო ცნება. ერთიანი განმარტების არარსებობის გამო, სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში სხვადასხვა ინტერპრეტაცია გააჩნია. ფილოსოფია ორ, ურთი ერთსაწინააღმდეგო კონცეფციას განიხილავს: პირველში ინფორმაცია განიმარტება როგორც ყველა მატერიალური ობიექტის განუყოფელი თვისება, ანუ მატერიის ატრიბუტი (ე.წ. ატრიბუტული მიდგომა), მეორე კი ინფორმაციის ცნებას მხოლოდ თვითორგანიზებული სისტემების ფუნქციობასთან აკავშირებს (ნ.ვინერის ფუნქციური მიდგომა). ყველაზე უფრო გავრცელებულია ( მაგრამ არა საყოველთაოდ მიღებული) უ.ეშბის განმარტება, შევსებული ა.ურსულის მიერ, რომელიც ინფორმაციას განიხილავს როგორც არეკლილ მრავალფეროვნებას ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ნებისმიერ ობიექტებში (პროცესებში). ყოფით დონეზე „ინფორმაცია“ ჩვეულებრივ ინტუიციით აღიქმება და უკავშირდება ცნობების მიღებას ვინმეზე ან რაიმეზე. ინფორმატიკაში ინფორმაცია არის ფაქტების, ამბების, მოვლენების ერთობლიობა, რომელიც ინტერესს წარმოადგენს და გადამუშავებას ექვემდებარება (ე.იაკუბაიტისი); ყველაზე უფრო პრაგმატულია ინფორმაციის განმარტება გამოთვლით ტექნიკაში – ინფორმაცია შინაარსია, რომელიც ენიჭება მონაცემებს (ვ.პერშიკოვი და ე სავინკოვი).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა