კანის ფსიქოგენური დაავადებები

  • თურმანიძის მალამოები

კანის ფსიქოგენური დაავადებები – (ბერძ. Psyche სული + gennao შექმნა) კანის სხვადასხვა დაზიანებების ჯგუფი, რომელთა განვითარებასაც საფუძვლად უდევს ფსიქიკური მოქმედების დარღვევები. ეს დარღვევები (ნევროზები, ფსიქოპათიები, ფსიქოზები) ხშირად იწვევენ ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევებს და, შესაბამისად, სხვადასხვა სისხლძარღვოვან, სეკრეტორულ, ტროფიკულ ცვლილებებს კანში, რომლებიც განაპირობებენ კანის იშემიას ან მყარ ჰიპერემიას, თმის ცვენასა და გაჭაღარავებას, ადრე არსებულ დაავადებების გამწვავებებს (ეგზემა, ფსირიოზი და სხვ.) ისტერიის დროს, შესაძლოა აღინიშნებოდეს ბუშტუკები, ჰემორაგიები, ნეკროზები კანის სხვადასხვა უბანზე – ისტერიული დერმატოზები, რასაც ზოგჯერ განიხილავენ არა როგორც თვითდაზიანების შედეგებს, არამედ როგორც ჰემორაგიული დიათეზის გამოვლინებებს.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook