კარდიოსპაზმი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კარდიოსპაზმი – (საყლაპავის აქალაზია) დაავადება, რომელიც გამოწვეულია საყლაპავის კუნთოვანი გარსის სპაზმით, აგრეთვე მისი არასაკმარისი გაფართოებით, საკვების ყლაპვის დროს. ხასიათდება საკვების გადასვლის დარღვევით საყლაპავიდან კუჭში, გვხვდება უფრო ხშირად საშუალო ასაკის ადამიანებში. სიმპტომები. ავადმყოფები უჩივის ყლაპვის გაძნელებას (დისფაგია), რომელიც პერიოდულად ძლიერდება. ზოგჯერ აღინიშნება ტკივილი გულმკერდის ქვედა მესამედში, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთი. ზოგი ავადმყოფი მკვრივ საკვებს უფრო უკეთესად ყლაპავს, ზოგი კი თხიერს. ყლაპვას ხელს უწყობს ღრმა სუნთქვა. ზოგჯერ ვითარდება სლოკინი, ხშირად მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემთხვევაშიც კი ვითარდება შეკრულობა. დაავადების მოგვიანებით სტადიაში, საყლაპავის ქვედა ნაწილის მნიშვნელოვანი გაგანიერების გამო, მასში დაგროვილი საკვები გამოიყოფა ამონაღებ მასებთან ერთად. ამ პერიოდში, რენტგენოლოგიურად, აღინიშნება საყლაპავის გაგანიერება, რომელიც გადადის მის კონუსურ შევიწროებაში. დაავადება, არც თუ იშვიათად, შედარებით უსიმპტომოდ მიმდინარეობს მრავალი წლის განმავლობაში. კუჭში საკვების გადასვლის პროგრესირებადმა გაძნელებამ შეიძლება მიგვიყვანოს ავადმყოფის განლევამდე. დაავადების საწყის სტადიაში დიაგნოზის დასმა ხერხდება ეზოფაგოსკოპიის, ეზოფაგომანომეტრიის საფუძველზე. დიფერენცირებული დიაგნოზი ტარდება კუჭის კარდიალური ნაწილის ავთვისებიან სიმსივნესთან. რენტგენოლოგიური კვლევით, საყლაპავის აქალაზიის დროს, მისი კედლები პრიალაა, კიბოს დროს კი შეჭმუხნული. შედარებით იშვიათად, დისფაგია და საყლაპავის ცვლილებები შეიძლება განვითარდეს სისტემური სკლეროდერმიის დროს (იხ.), რასაც წინ უძღვის დაავადების სხვა გამოვლინებები. – დაავადება, რომელიც ხასიათდება საყლაპავის კუმშვადობის დარღვევითა და კარდიალური ხვრელის რეფლექტორული გახსნით, რაც იწვევს საკვები მასების გადანაცვლების გაძნელებას საყლაპავიდან კუჭში.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook