კლიმაქტერული სინდრომი

  • თურმანიძის მალამოები

კლიმაქტერული სინდრომი – (გინეკ.) კლინიკური სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვანი, ცვლისა და ენდოკრინული დარღვევებით. ხშირად აღენიშნებათ ემოციურად გაუწონასწორებელ ქალებს, რომელთაც გადატანილი აქვთ სტრესული სიტუაციები, აგრეთვე იმ ქალებს, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული დაავადებები, რაც თავის მხრივ იწვევს ორგანიზმის განლევას. თავში და გულმკერდში უეცარი შეხურების გაჩენა, რასაც თან სდევს უხვი ოფლიანობა. ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მომატება, გაღიზიანებადობა, ტირილისადმი მიდრეკილება, უძილობა, სწრაფი დაღლილობა. ზემოთაღნიშნული სიმპტომები შესაძლოა გვხვდებოდნენ სხვადასხვა თანაფარდობით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 

Share this...Share on Facebook
Facebook