კოლორადოს ცხელება

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კოლორადოს ცხელება – (სინ.: კოლორადოს ტკიპისმიერი ცხელება) გამომწვევი მიეკუთვნება არბოვირუსების ჯგუფს; გადამტანია ტყის ტკიპა. ადამიანები ავადდებიან ტკიპის კბენით. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 3 – 6 დღეს. დაავადება ვითარდება სწრაფად; იწყება შემცივნებით და ტკივილებით მთელს სხეულში. დამახასიათებელია თავის ტკივილი, რეტროორბიტალური ტკივილები, გულისრევა, კანის ჰიპერესთეზია. ტემპერატურა სწრაფად მატულობს 39 – 40 გრადუსამდე. 3 – 5 დღის შემდეგ დგება ტემოპერატურის კრიტიკული დაცემა და გამოჯანმრთელება, რასაც პირველ დღეებში თან ახლავს სისუსტე. დაავადება ხშირად მიმდინარეობს ორ ფაზად: პირველ მწვავე ცხელებით პერიოდს მოჰყვება რემისია (2 – 3 დღე), რის შემდეგაც ცხელების შეტევა მეორდება. ზოგჯერ აღინიშნება 3 – 4 ცხელებითი ტალღა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook